Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძე - საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა ადასტურებს ბაზრისადმი...

ეკატერინე მიქაბაძე – საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა ადასტურებს ბაზრისადმი ნდობასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც კომპანიების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას ასახავს.

„გასული წელი რეკორდული იყო, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქართულმა კომპანიებმა 1.6 მილიარდი ლარის ობლიგაციები საჯარო განთავსება განახორციელეს, რაც 3.3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ეს ზრდა ადასტურებს როგორც ბაზრისადმი მზარდ ნდობას, ისე კომპანიების მზაობას, აქტიურად გამოიყენონ კაპიტალის ბაზარი განვითარების დაფინანსებისთვის“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.


მისივე თქმით, ობლიგაციების ბაზრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ინვესტორების ინტერესისა და ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის ზრდასთან.

„კაპიტალის ბაზრის გაძლიერება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას კომპანიებისთვის და უფრო დიდ არჩევანს ინვესტორებისთვის. სწორედ ასეთი ტრანზაქციები ქმნის გრძელვადიან საფუძველს მდგრადი ფინანსური სისტემისთვის“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ემისიის კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტია და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 20, ხოლო უშუალოდ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობის ფარგლებში 11 საჯარო წარმატებული ემისია აქვს განხორციელებული. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...