Homeააფ-ნიუსებიპაატა შავიშვილმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ზრუნვის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

პაატა შავიშვილმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ზრუნვის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი „ევროპისა და ცენტრალური აზიის ზრუნვის ფორუმში“ (Europe and Central Asia Care Forum 2026) მონაწილეობდა, რომელიც 11-12 მაისს ქ. სტამბულში გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში პაატა შავიშვილმა წარადგინა საქართველოს გამოცდილება დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგებისა და შინამეურნეობებში აუნაზღაურებელი შრომის შეფასების სატელიტური ანგარიშის მიმართულებით. მან ისაუბრა აუნაზღაურებელი ზრუნვისა და შრომის ეკონომიკური მნიშვნელობის შეფასების პრაქტიკაზე და ხაზი გაუსვა ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემების როლს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.

ამასთან, პაატა შავიშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში — „დემოგრაფიული ცვლილებები, ზრუნვის საჭიროებები და მონაცემების მნიშვნელობა“, სადაც ისაუბრა ზრუნვის სფეროში გაუმჯობესებული მონაცემების მნიშვნელობაზე ეფექტიანი პოლიტიკის ფორმირებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ფორუმი ორგანიზებული იყო UN Women-ის მიერ და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ევროპისა და ცენტრალური აზიის 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...