Homeააფ-ნიუსებისაბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა...

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, სოსო ობოლაძემ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) მისიის ლიდერთან, უნურჯარგალ დალახუსთან და დელეგაციის სხვა წევრებთან საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის –  „აბრეშუმის გზა – „იფექ – იოლუ“  მიმდინარეობის შესახებ, სამუშაო შეხვედრა გამართა.   

მხარეებმა ერთობლივი პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კოორდინაციაზე ისაუბრეს  და  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს.  

სოსო ობოლაძემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი გამშვები პუნქტების ფუნქციონირება სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითი იქნება და აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.  

საქართველოსა და აზარბაიჯანს შორის, ერთობლივი პროექტი – საბაჟო გამშვები პუნქტი –  “აბრეშუმის გზა – იფექ იოლუ”ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივი მართვის სისტემების დანერგვით, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.  

შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, მოადგილე, ირაკლი თევდორაძე, ასევე საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...