Homeააფ-ნიუსებისაქსტატი საერთაშორისო სტატისტიკის ასოციაციის მე-20 კონფერენციაში მონაწილეობდა

საქსტატი საერთაშორისო სტატისტიკის ასოციაციის მე-20 კონფერენციაში მონაწილეობდა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, მონაწილეობა მიიღო ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAOS) მიერ ორგანიზებულ მე-20 საერთაშორისო კონფერენციაში – „მონაცემთა რევოლუციის ნავიგაცია: ინოვაციები და გავლენა თანამედროვე სტატისტიკაში“, რომელიც 12-14 მაისს, ქალაქ ვილნიუსი გაიმართა.

IAOS-ის კონფერენცია ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს და აერთიანებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურების წარმომადგენლებს, აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვან ექსპერტებს. წლევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავარი სტატისტიკოსები, გენერალური დირექტორები და დარგის წამყვანი ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში გოგიტა თოდრაძემ რამდენიმე თემატური პრეზენტაცია წარადგინა, მათ შორის — „ინფორმაციის ახალი წყაროები და ინსტრუმენტები: ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება ოფიციალურ სტატისტიკაში“. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო, თუ როგორ იყენებს საქსტატი ხელოვნურ ინტელექტს სტატისტიკური წარმოების მოდერნიზაციისთვის, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გამოცდილებას ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, რაც ადასტურებს, რომ ეფექტიანი და ინოვაციური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია რესურსების შეზღუდული პირობების მიუხედავადაც.

IAOS-ის კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიერონ საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობა და დაამყარონ ახალი პარტნიორული კავშირები ოფიციალური სტატისტიკის სფეროში.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...