Homeააფ-ნიუსებიმალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

Published on

spot_img

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველოსთვის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მაღალი პროფესიონალიზმისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური საპატიო ჯილდო და მადლობის სერტიფიკატები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებთან ერთად გადაეცათ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ელგუჯა ბერანძეს, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსს, ზურაბ კიკალიას და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ნინო ჭიქაშუას.

აღნიშნული სტატუსი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად საგრძნობი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი, სოსო ობოლაძე, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, ამავე ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...