Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა...

შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, სოსო ობოლაძესთან ერთად, თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები, მათ შორის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა “e-გეზი”, საბაჟო გამშვები პუნქტი “თბილისის აეროპორტი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სათაო ოფისი მოინახულა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეგახსენებთ, “ციფრული საბაჟოს” კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული პროექტი – თბილისის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა “e-გეზი” საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება და  ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს.  

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მონაცემებით, “e-გეზი”-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ,  დარეგისტრირებულია 153845 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. 

“თბილისის” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ყოფნისას, მიხეილ მაღლაკელიძე პირადად დაესწრო, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საქონლის გაფორმებისა და ტვირთების დათვალიერების პროცესს.

“თბილისის” გეზ-ში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ მაღლაკელიძემ არსებული გამოწვევების ეფექტურად შესრულების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

როგორც, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო ამბები

ეროვნული ბანკის განცხადება

დიდი ბრიტანეთის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების შესახებ განვმარტავთ, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს...

ცხოვრების დონის მაჩვენებლები (სიღარიბის მაჩვენებლები და ჯინის კოეფიციენტები) – 2025

2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა...

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი (2026 წლის I კვარტალი)

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 5.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 37.1 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.73 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში...

ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა – (I კვარტალი, 2026 წელი)

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა...