Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ნათია თურნავა ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შრი ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.

გაცნობითი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა განიხილეს.

სებ-ის პრეზიდენტმა ინდოეთის ელჩს გააცნო ეროვნული ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.  მათ შორის, მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის სხვა სფეროებში გააქტიურებას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, სებ-ის საგადახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...