Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების ახალი საგადახდო სისტემა დანერგა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების ახალი საგადახდო სისტემა დანერგა

Published on

spot_img

სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება.

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბითა და კომპლექსურობით ეროვნული ბანკის გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელეს ყველა კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოს საფინანსო სექტორში 2009 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის სისტემურ მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის. 

ეს პროექტი ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც თანამედროვე და მდგრადი საგადახდო ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში მზარდი დიჯიტალიზაციის პროცესის კვალდაკვალ.

განახლებული საგადახდო სისტემა სრულად ეფუძნება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს უფრო თანამედროვე, მოქნილ და ეფექტიან საგადახდო გარემოს.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და მისი მოდერნიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას.

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურაში გაფართოვდა მონაწილეთა წვდომა, რაც განახლებული სისტემის ფარგლებში ტექნიკურადაც სრულიად მხარდაჭერილი გახდა. კერძოდ, არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ გახდნენ სისტემის მონაწილეები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებას.

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს – კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას, აქტიური თანამშრომლობისა და სისტემის წარმატებული დანერგვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, სისტემის მწარმოებელ კომპანია „მონტრანს“ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...