Homeააფ-ნიუსებისამსახურს (SARAS) საერთაშორისო ვიზიტით პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) დელეგაცია ეწვია

სამსახურს (SARAS) საერთაშორისო ვიზიტით პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) დელეგაცია ეწვია

Published on

spot_img

პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) დელეგაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) საერთაშორისო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, 19 მაისს, სამსახურში (SARAS) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც აუდიტის ზედამხედველობის, აღსრულების, ინსპექტირების, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე გამოცდილების გაზიარებას დაეთმო. შეხვედრა შიდა სამუშაო ფორმატში წარიმართა და მიზნად ისახავდა PANA-სთან პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე იმ პრაქტიკული საკითხების განხილვას, რომლებიც მნიშვნელოვანია სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობისა და ზედამხედველობის მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში SARAS-ისა და PANA-ს წარმომადგენლებმა შეაჯამეს პოლონეთსა და ირლანდიაში განხორციელებული სამუშაო ვიზიტების ფარგლებში განხილული საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებაზე, მათ შორის აღსრულების მიმართულებით მიმდინარე განვითარებებზე, ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებსა და აუდიტის ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან მიდგომებზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და უკუკავშირის მიღების მიმართულებით SARAS-ის გეგმები. აღინიშნა, რომ ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგულატორსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანმიმდევრული, სტრუქტურირებული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია.
სამუშაო ფორმატის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, მათ შორის პროფესიული კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების, მოტივაციის მექანიზმებისა და გუნდური მუშაობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ მიდგომებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და სამუშაო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს როგორც საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკულ გამოყენებაზე, ისე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია აუდიტის ზედამხედველობის სისტემის შემდგომი განვითარებისა და სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...