Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, ალექსანდრე ლუაშვილი უხელმძღვანელებს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლუაშვილი წარუდგინა.

იგი ფლობს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ –  2015-2018 წლებში, მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2018-2025 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი. 2025-2026 წლებში, იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას. 

მიხეილ მაღლაკელიძემ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ბუბუტეიშვილი, ასევე საგადასახადო დეპარტამენტის   უფროსის მოადგილეები – გიორგი ახვლედიანი, ნუგზარ წულიკიძე, შოთა კაკაბაძე და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...