Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, გიორგი ოქროშიძე უხელმძღვანელებს

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელმძღვანელის პოზიციაზე, გიორგი ოქროშიძე წარუდგინა.

მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

მიხეილ მაღლაკელიძემ ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ფანცულაია და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...