Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი - "ქართული ფულის...

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი – “ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი” შეიქმნა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლის – “ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი” – პრეზენტაციას დაესწრო.

მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის – ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს. იგი ასახავს ქართული ფულის ემისიისა და მიმოქცევის, ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად ეტაპებს.

პროექტის მიზანია საქართველოს ფინანსური ისტორიის სისტემატიზაცია და მისი ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად, სამეცნიერო-პოპულარული ფორმით წარმოჩენა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმების სერია ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართული ფულის ისტორია ქრონოლოგიურად, სისტემურად და სანდო, დოკუმენტურად დადასტურებულ წყაროებზე დაყრდნობით გადმოიცეს.

“ფული მხოლოდ გადახდის საშუალება არ არის – ის ისტორიის სარკეა. თითოეულ მონეტასა და ბანკნოტში ასახულია ეპოქები, პოლიტიკური ცვლილებები, ეკონომიკური აღმავლობა და გამოწვევები, რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური განათლების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პროექტის ავტორებსა და შემოქმედებით ჯგუფს დოკუმენტური ფილმების მომზადებისთვის.

მედიაპროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი ნინო ჭალაგანიძე, ხოლო იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი – სულხან მელაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორი და მიმართულებების ხელმძღვანელები. ასევე, ბანკი “ქართუს” გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...