Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო მდგრადობის ანგარიშგების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში

საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო მდგრადობის ანგარიშგების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში

Published on

spot_img

საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში ანა ნაჭყებიამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, სადაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობა ინვესტორებისთვის, კორპორაციული გამჭვირვალობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

დისკუსიისას ანა ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ინვესტორისთვის ხარისხიანი მდგრადობის ანგარიშგება ამცირებს ინფორმაციულ ასიმეტრიას და კომპანიების ერთიანი სტანდარტით შეფასების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, ანამ აღნიშნა, რომ მდგრადობის ანგარიშგება ინსტიტუციური ინვესტორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ის ხელს უწყობს რისკების უკეთ შეფასებას, გამჭვირვალობის ზრდასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...