Homeააფ-ნიუსებიეროვნულმა ბანკმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

ეროვნულმა ბანკმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული აკადემიის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული აკადემიის (EBA Youth Academy) სტუდენტებს უმასპინძლა. 


ღონისძიება ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა.


შეხვედრის ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სებ-ის საქმიანობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები გააცნეს. განხილულ თემებს შორის იყო მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და მდგრადი დაფინანსება, კაპიტალის ბაზრები და ინვესტიციები, ასევე ფინანსური ტექნოლოგიები. სტუდენტები გაეცნენ ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ამოცანებს, აგრეთვე სტაჟირების შესაძლებლობებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.


„ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის პრიორიტეტია. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდა თაობის განათლებას. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პლატფორმები, რომლებიც უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ ეკონომიკურ და ბიზნეს პროცესებთან აკავშირებს. დღეს 40-მდე სტუდენტს გავაცანით როგორ მუშაობს ქვეყნის საფინანსო სისტემა, ვესაუბრეთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ფინანსური სტაბილურობისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. მადლობას ვუხდი ევროპის ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდულ აკადემიასა და სტუდენტებს მაღალი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. 


ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და ეკონომიკისადმი ინტერესის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებსა და საინფორმაციო კამპანიებს. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...