Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძემ მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების საკითხებზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო...

ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების საკითხებზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაში – „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობაზე საბანკო სექტორისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე მდგრადობის ანგარიშგება სულ უფრო მეტად ყალიბდება კორპორაციული მართვის, ეფექტიანი რისკების მართვისა და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელოვან კომპონენტად.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრად დაფინანსებას ფინანსური სტაბილურობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევს“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებზე. კერძოდ, კომერციული ბანკებისთვის ESG სახელმძღვანელო პრინციპების, ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების ჩარჩოს დანერგვაზე, ასევე მწვანე, სოციალური, მდგრადობისა და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებაზე.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მდგრადი ფინანსების განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის ხარისხსა და სანდოობას, ხოლო შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება ხელს უწყობს ინვესტორთა ნდობის გაძლიერებასა და ე.წ. „greenwashing“-ის რისკების შემცირებას.

„ვფიქრობთ, მდგრადობის ანგარიშგების დანერგვის პარალელურად ყურადღება უნდა გამახვილდეს ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების განვითარებასა და დანერგვაზეც“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – “მდგრადობის ანგარიშგების სარგებელი და გამოწვევები“, მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA), საპენსიო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეები საქართველოში მდგრადობის ანგარიშგების განვითარების მიმართულებებსა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...