Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ფინანსური დანაშაულის პრევენციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ფინანსური დანაშაულის პრევენციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში  „ასამბლეა ევროპა“ (The Assembly Europe)  მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) ორგანიზებით გაიმართა და ფინანსური დანაშაულის პრევენციის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, საერთაშორისო პრაქტიკასა და ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებას დაეთმო.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან, სანქციებთან, კრიპტოაქტივებთან, ხელოვნურ ინტელექტთან, მონაცემთა ანალიზთან და რისკზე დაფუძნებულ შესაბამისობის სისტემებთან დაკავშირებული საკითხები.

სამსახურისთვის (SARAS) აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და იმ პრაქტიკული ცოდნის მიღების თვალსაზრისით, რომელიც ხელს უწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ზედამხედველობის გაუმჯობესებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის გაძლიერებას, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის განვითარებასა და ანგარიშვალდებული პირების პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია სამსახურის (SARAS) ზედამხედველობითი მიდგომების საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...