Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა - ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო...

ნათია თურნავა – ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის პრიორიტეტებზე ფინანსური სექტორის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობასთან ერთად, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ფინანსური სერვისებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამ მიმართულებით, საქართველოში დანერგილია ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) რეგისტრაციის რეჟიმი, ხოლო ეროვნულ ბანკს სექტორზე სრული საზედამხედველო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

„ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა. აღნიშნული განვითარება ეხმიანება გლობალურ საფინანსო ბაზრებზე არსებულ მოთხოვნას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. ზოგადად ჩვენი მარეგულირებელი ჩარჩო არის მკაცრი, მაგრამ ესაა ის გარემო, რომელიც მიმზიდველია გლობალურად კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ვირტუალური სექტორში, რადგან იძლევა პროგნოზირების შესაძლებლობას. ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საქართველოს მიმართ საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების ინტერესს ზრდის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether. მსგავსი ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარების, თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...