Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

Published on

spot_img

საზედამხედველო პოლიტიკის გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნების მიზანი ახალი სტრატეგიული ციკლის ფორმირების პროცესში ფინანსური სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის, მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციების, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების, დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების და სხვა არაერთი შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლებისთვის შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტები განსაზღვრა: 

  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან დაახლოება;
  • საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • ფინანსური ინოვაციების განვითარება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება;
  • მომავალზე ორიენტირებული ზედამხედველობის გაძლიერება და ინკლუზიურობის ზრდა.

აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო პრიორიტეტების მიმართ საფინანსო სექტორისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების, მოლოდინებისა და ზოგადად მიმდინარე გამოწვევებზე ხედვის გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი კითხვარი გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს არაერთი საინტერესო მოსაზრებისა და რეკომენდაციის გაზიარებისთვის. მიღებული უკუკავშირი დეტალურად იქნა გაანალიზებული და რიგი საკითხები გათვალისწინებული იქნა საზედამხედველო პრიორიტეტებისა და შესაბამისი აქტივობების ფორმირებისას. აღსანიშნავია, რომ ის საკითხები და წინადადებები, რომლებიც თავისი შინაარსით სცდებოდა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებს, გაზიარდა ეროვნული ბანკის შესაბამის მიმართულებებთან.

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე, ასევე, თითოეული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული აქტივობების რეალიზაციაზე. ამასთან, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გაგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ დოკუმენტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: supervisorystrategy@nbg.gov.ge

წინამდებარე განხილვის ეტაპის დასრულების შემდგომ, მიღებული უკუკავშირი კიდევ ერთხელ დეტალურად გაანალიზდება, რის საფუძველზეც დოკუმენტი საბოლოოდ ფორმირდება და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

2026-2028 საზედამხედველო სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი

2026-2028 საზედამხედველო სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...