Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის დამფუძნებელს ჯანკარლო დევაზინის, აღმასრულებელ დირექტორს პაოლო არდოინოს და ვიცე-პრეზიდენტს მარკო დელ ლაგოს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი.

შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ  ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.  

ნათია თურნავამ Tether-ის წარმომადგენლებს გააცნო სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის სექტორისთვის შექმნილი თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.

კომპანია Tether-მა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ლიდერია და 200 მლრდ დოლარამდე აქტივებს ფლობს, დღეს საქართველოში საკუთარი საქმიანობისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...