Homeააფ-ნიუსებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

Published on

spot_img

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს – „საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ წარადგინა.

ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას, ასევე აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

ნათია თურნავამ მოხსენებაში ის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა, რომლებითაც საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წელს ხელმძღვანელობდა. მან გამოსვლა ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანაზე – ფასების სტაბილურობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, მათ შორის საბაზო და მომსახურების ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდა.

„მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გავლენისა, ინფლაციური მოლოდინები მართვადია, რასაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე ვითარების საპასუხოდ, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით – 8.25 პროცენტამდე გავზარდეთ, რათა მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკების ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეს სწრაფად დაუბრუნდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური მდგრადობის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზეც.

„მწვავე გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა ისტორიულად დაბალ დონემდე – 2.6 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 7.6 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.4 პროცენტი შეადგინა. ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა შესაძლებლობა მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვევსო საერთაშორისო რეზერვები. 2025 წლის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობამ 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის თებერვალში ისტორიულ მაქსიმუმს, 6.65 მილიარდ აშშ დოლარს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მოხსენების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, სესხების დოლარიზაცია 42.5 პროცენტამდე, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაცია 46.6 პროცენტამდე შემცირდა.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საბანკო სექტორის მდგრადობასა და მომგებიანობაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 14 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კაპიტალზე უკუგებამ 22.3 პროცენტი შეადგინა.

მოხსენების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, საპენსიო ფონდის საზედამხედველო ჩარჩოს გაძლიერების, საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლების, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

მისივე განცხადებით, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა აქტიურად განაგრძო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბის პოზიციონირებისთვის.

მოხსენების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...