Homeააფ-ნიუსებისაქსტატში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის გაცნობითი ვიზიტი გაიმართა

საქსტატში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის გაცნობითი ვიზიტი გაიმართა

Published on

spot_img

27 მაისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისთვის გაცნობითი ვიზიტი გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მომავალი ოფიცრებისათვის ეროვნული სტატისტიკის სისტემის, საქსტატის საქმიანობისა და სახელმწიფო მართვის პროცესში ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობის გაცნობას.

ვიზიტის ფარგლებში იუნკერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ ეროვნული სტატისტიკის სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების თანამედროვე პროცესებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. ასევე, განხილული იქნა საქსტატის მიერ მოქალაქეებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები, მონაცემთა გავრცელების მექანიზმები და ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკული მნიშვნელობა.

შეხვედრაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და მისმა მოადგილე ირაკლი აფხაიძემ იუნკერებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოფიციალური სტატისტიკის როლზე სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის, ეფექტიანი მმართველობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სანდო და დროული სტატისტიკური ინფორმაცია თანამედროვე სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიკური და სოციალური პროცესების სწორ შეფასებას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.

ვიზიტი ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც იუნკერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქსტატის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებიც მოისმინეს.

აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქსტატის ღია და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სექტორთან, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საჯარო სექტორის საქმიანობის უკეთ გააზრებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...