Homeააფ-ნიუსებიეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინტექ ფორუმებზე ინოვაციების ხელშემწყობი საუკეთესო ცენტრალური ბანკის აღიარება მოიპოვა

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინტექ ფორუმებზე ინოვაციების ხელშემწყობი საუკეთესო ცენტრალური ბანკის აღიარება მოიპოვა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკმა ერთდროულად ორ საერთაშორისო ფინტექ ფორუმზე რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი საუკეთესო ცენტრალური ბანკის აღიარება მოიპოვა.

ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ორ რეგიონალურ ფორუმზე „SPRING“-სა და „PLUS-Forum Digital Uzbekistan“-ზე მიღებული ჯილდოები ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივების აღიარებას, რომელიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველომ შუა დერეფანში არა მხოლოდ ლოჯისტიკური, არამედ ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის ფუნქციაც შეასრულოს.

ორივე ღონისძიება რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც თავს იყრიან ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორის, ფინტექ კომპანიების, ტექნოლოგიური ბიზნესებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმების მთავარი თემები იყო ფინანსური ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ღია ბანკინგი, ციფრული გადახდები, კიბერუსაფრთხოება, CBDC, ხელოვნური ინტელექტი და რეგიონული თანამშრომლობა.

PLUS-Forum Digital Uzbekistan ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ფინტექ და ციფრული ეკონომიკის ღონისძიებად მიიჩნევა. ფორუმი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ბანკებს, საერთაშორისო გადახდის სისტემებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეგიონში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა.

SPRING კი სამხრეთ კავკასიაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც ფოკუსირებულია ფინანსურ ტექნოლოგიებზე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებასა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ ორივე ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში, სადაც განიხილეს რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის, ღია ბანკინგის, ციფრული გადახდებისა და ინოვაციების განვითარების საკითხები.

„ბოლო წლებია საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების განვითარებას, ინოვაციური ფინანსური სერვისების დანერგვას, ფინტექ ეკოსისტემის გაძლიერებასა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს. აღნიშნული ჯილდოები ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ინოვაციების მხარდაჭერის, თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების და ქვეყნის რეგიონალური პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის აღნიშნული აღიარება ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის ფორმირებაში. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, სულ უფრო აქტიურად პოზიციონირდება ევროპასა და აზიას შორის ფინანსური, სავაჭრო და ციფრული კავშირების გამაძლიერებელ ქვეყნად“, – განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...