Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძე UNICEF-ის წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

გოგიტა თოდრაძე UNICEF-ის წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანი შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქსტატსა და UNICEF-ს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ხარისხიანი და სანდო სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობას ბავშვთა კეთილდღეობის, განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გოგიტა თოდრაძემ UNICEF-ის წარმომადგენელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ორგანიზაციასთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ საქსტატი მზად არის, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს UNICEF-თან სხვადასხვა სტატისტიკური გამოკვლევის განხორციელების მიმართულებით.

იზაბელა კასტროჯოვანიმ მადლობა გადაუხადა საქსტატის ხელმძღვანელობას შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ UNICEF განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას. მისი თქმით, ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს საქსტატთან თანამშრომლობას ბავშვთა და მოზარდთა მდგომარეობის ამსახველი მონაცემების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...