Homeააფ-ნიუსებისაქსტატმა ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქსტატმა ახალი ინტერაქტიული პორტალის პრეზენტაცია გამართა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალი წარადგინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში ფასებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს და მათ ფართო საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

პორტალზე არსებული მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქტიული ინსტრუმენტების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, დამოუკიდებლად შეადგინოს სასურველი ანალიტიკური სურათი – გაფილტროს, შეადაროს და ჩამოტვირთოს მისთვის საჭირო მონაცემები პროფესიული თუ საყოფაცხოვრებო საჭიროებისამებრ. ახალი პლატფორმა შეიცავს ისეთ მოთხოვნად ინფორმაციას, როგორიცაა სასურსათო პროდუქტებზე საშუალო ფასები და მათი დინამიკა, უძრავი ქონების ფასების სტატისტიკა და სხვა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. თავის სიტყვაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ პორტალი ფასების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება – როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე კვლევითი ორგანიზაციებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

პორტალი მოიცავს ექვს მიმართულებას. საშუალო ფასების მოდული ასახავს სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ფასებს. ინფლაციის განყოფილება წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების ინდექსს და ფასების ცვლილების გრძელვადიან ტენდენციებს. სამომხმარებლო კალათის მოდული საშუალებას იძლევა, თვალი ვადევნოთ კალათის შემადგენლობასა და მოსახლეობის მოხმარების სტრუქტურის დროში ცვლილებას. მწარმოებელთა და იმპორტის ფასების სტატისტიკა ეხება როგორც ადგილობრივად წარმოებული, ისე იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების დინამიკას. სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი ასახავს აგრარული სექტორის პროდუქციის ფასების დინამიკას. ბოლო მოდული — მშენებლობა და უძრავი ქონება – მოიცავს მშენებლობის ღირებულების ინდექსს და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების სტატისტიკურ მონაცემებს.

საქსტატის მიზანია, აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები თვალსაჩინო და მარტივად აღსაქმელი ფორმით, რაც აადვილებს მის გამოყენებას და აუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.

ფასების სტატისტიკის პორტალი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://prices.geostat.ge/?lang=ka

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...