Homeააფ-ნიუსებიევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

Published on

spot_img

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება.

გასულ წლებში საქართველომ ICP-ის 2017 და 2021 წლების რაუნდებში მიიღო მონაწილეობა, ევროსტატი-OECD-ის სამუშაო ჯგუფში ჩართვის მეშვეობით. პროგრამის ფარგლებში საქსტატი უზრუნველყოფს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარებასა და მონაცემთა ბაზების მომზადებას. პროგრამის მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის საფუძველზე.

2024 წლიდან საქსტატი ჩართულია აღნიშნული პროგრამის აქტივობებში GOPA-ის დაფინანსებით. GOPA წარმოადგენს ევროსტატის კონტრაქტორს და პასუხისმგებელია აღნიშნული აქტივობების კოორდინაციაზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

მიმდინარე ვიზიტის დღის წესრიგშია 2025-2026 წლებში შესასრულებელი სამუშაოები. ევროსტატის ექსპერტმა და საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს საქართველოს პროგრესი შედარებების პროგრამის რეგულარულ ციკლში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით.

საერთაშორისო შედარებების პროგრამა მსოფლიო ბანკის ეგიდით ხორციელდება და მასში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა ჩართული. საქართველოს მონაწილეობა პროგრამაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის კონტექსტში.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...