Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ბაფის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა ბაფის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე – „პროფესიული გამოწვევები და შესაძლებლობები ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში“.
კონფერენცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, პროფესიულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს დაეთმო. ღონისძიების მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც მნიშვნელოვანია აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიის შემდგომი განვითარებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და ახალი პროფესიული კომპეტენციების, სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის, აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის, ასევე პროფესიული განათლებისა და ეთიკის საკითხები.
სამსახურის (SARAS) წარმომადგენლები კონფერენციის ფარგლებში ჩართულები იყვნენ აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის, ზედამხედველობის, მონიტორინგის, პროფესიული ორგანიზაციების როლის, პროფესიული განათლებისა და ეთიკის საკითხებზე გამართულ საჯარო განხილვებში. დისკუსიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აუდიტის ხარისხის მონიტორინგის პრაქტიკაზე, პროფესიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე, განგრძობითი პროფესიული განათლების როლსა და ეთიკური სტანდარტების დაცვაზე, როგორც პროფესიის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობებზე.
სამსახურისთვის (SARAS) აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან დიალოგის გაღრმავების, ზედამხედველობის მიმართულებით არსებული მიდგომების გაზიარებისა და იმ საკითხებზე მსჯელობისთვის, რომლებიც უკავშირდება აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიული პრაქტიკის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, პროფესიული ორგანიზაციების, სახელმწიფო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.
სამსახური (SARAS) საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას 30 წლის იუბილეს ულოცავს და პროფესიული საზოგადოების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...