Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Published on

spot_img

ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „პეივ ბანკ ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ეფუძნება ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ძირითად პრინციპებს და ითვალისწინებს ფინანსური განათლების პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას.

„ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კერძო სექტორთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ფინანსური განათლების პროგრამები უფრო ფართო აუდიტორიამდე მივიტანოთ და საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის კულტურის გაძლიერებას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

„ციფრული ფინანსების სწრაფი განვითარების ფონზე ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომავალი თაობებისათვის სულ უფრო იზრდება. ჩვენთვის საამაყოა საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობა. ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ახალგაზრდები მოვამზადოთ გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. „პეივ ბანკი“ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ფინანსური განათლების მხარდაჭერას“, – აღნიშნა „პეივ ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სალიმ დჰანანიმ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...