Homeააფ-ნიუსებიფინანსური განათლება ფეხბურთის თამაშით - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ ციფრული თამაში...

ფინანსური განათლება ფეხბურთის თამაშით – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და Visa-მ ციფრული თამაში „ფინანსური ფეხბურთი“ წარადგინეს

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-მ ფინანსური განათლების ინტერაქციული თამაში „ფინანსური ფეხბურთი“ წარადგინეს.

ინოვაციური ვებპლატფორმა ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას ისახავს მიზნად და აერთიანებს ერთი მხრივ, ფეხბურთის სტრატეგიას, დინამიკას და მეორე მხრივ, ფინანსური ცოდნის მიღებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებას.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ.

პრეზენტაციას ეროვნული ბანკის, კომერციული, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე „ფინედუს“ კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიების ყველაზე საინტერესო და სახალისო ნაწილი თამაშის პრაქტიკაში გამოცდას დაეთმო. მოსწავლეები ფეხბურთის წესებისა და თამაშის სტრატეგიების გარდა, ერთმანეთს ფინანსური განათლების საკითხების ცოდნაშიც შეეჯიბრნენ.

„ტრადიციული სწავლების მეთოდების პარალელურად, თამაშზე დაფუძნებული მიდგომები საშუალებას გვაძლევს, რთული ფინანსური კონცეფციები მარტივად აღსაქმელი გავხადოთ. „ფინანსური ფეხბურთი“ სწორედ ასეთი ინსტრუმენტია – ის აერთიანებს სპორტის დინამიკას და ფინანსური ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება განათლების მიღების პროცესი უფრო ცოცხალი, საინტერესო და სახალისო გახდეს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით შექმნილი „ფინანსური ფეხბურთი“ Visa-ს საგანმანათლებლო ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფინანსური საკითხების მარტივი, ინტერაქციული და სახალისო ფორმით მიწოდება. თამაში მონაწილეებს სხვადასხვა ფინანსური სცენარის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ავითარებს, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსური უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ფინანსური ფეხბურთი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...