Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS), AML მიმართულებით, შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიის“ განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად...

სამსახურმა (SARAS), AML მიმართულებით, შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიის“ განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და სასწავლო კურსების პროგრამების შეთანხმების თაობაზე ბრძანებები გამოსცა

Published on

spot_img

შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემიამ“ (ს/კ: 404753478) 2026 წლის 19 მაისსა და 21 მაისს განცხადებით მიმართა სამსახურს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარებისა და განგრძობითი განათლების სასწავლო კურსების პროგრამების შეთანხმების მოთხოვნით. სამსახურს წარედგინა 6-საათიანი და 20-საათიანი სასწავლო კურსების პროგრამები.

განცხადებების განხილვის შედეგად, 2026 წლის 3 ივნისს სამსახურმა გამოსცა N349 და N348 ბრძანებები, რომლებითაც შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია“ 2026 კალენდარული წლისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მომსახურების მიმწოდებლად აღიარა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი სასწავლო კურსების პროგრამები შეათანხმა.

სამსახურთან შეთანხმებულ სასწავლო კურსებს მიენიჭა ნომრები – SARAS-AMLCFTCPD-07/26 და SARAS-AMLCFTCPD-08/26. შპს „რეგულაციებთან შესაბამისობის აკადემია“ აღნიშნულ პროგრამებს საჯაროდ განათავსებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...