Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესსა და ფასს სტანდარტებთან მიმართებით ხშირად გამოვლენილ...

სამსახურმა (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესსა და ფასს სტანდარტებთან მიმართებით ხშირად გამოვლენილ შეუსაბამობებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესს, ფასს სტანდარტებთან მიმართებით ხშირად გამოვლენილ შეუსაბამობებსა და ანგარიშგებების მომზადებისას გასათვალისწინებელ პრაქტიკულ საკითხებს დაეთმო.

შეხვედრა განკუთვნილი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის, აუდიტორებისა და იმ საწარმოთა წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებებს ფასს სტანდარტების შესაბამისად ამზადებენ.

შეხვედრის ფარგლებში სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, პრაქტიკაში ხშირად გამოვლენილი შეუსაბამობები და შესაბამისი რეკომენდაციები.

ყურადღება გამახვილდა თემატური მიმოხილვების ფარგლებში გამოვლენილ მიგნებებზე, ასევე არსებითობასა და მის როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ფაქტორებზე, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში.

მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ახალი სტანდარტებისა და ფასს სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებებისა და შესწორებების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ანგარიშვალდებული პირების ინფორმირებულობის გაზრდას, ფინანსური ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ანგარიშგებების მომზადების პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...