Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე – „ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული გამოწვევები მზარდად ფრაგმენტირებულ საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში“. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობაზე, ინფლაციის მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე გეოპოლიტიკური რისკებისა და მზარდი გლობალური გაურკვევლობის გავლენაზე მონეტარულ პოლიტიკაზე.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ბოლო წლებში შეძლო როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო ფასების სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ამ შედეგს საფუძვლად დაედო როგორც ეროვნული ბანკის ფრთხილი და წინმსწრები მონეტარული პოლიტიკა, ისე პასუხისმგებლიანი ფისკალური პოლიტიკა. სწორედ ასეთი კოორდინაცია ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ინვესტორთა ნდობის განმტკიცების საფუძველს“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რაც ზრდის გადაწყვეტილებების პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას და რისკების უკეთ შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინფლაციის თანამედროვე გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ ცენტრალურ ბანკებს სულ უფრო ხშირად უწევთ ისეთი შოკების პირობებში მუშაობა, რომლებიც ერთდროულად მოქმედებს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხარეზე.

„ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...