Homeააფ-ნიუსებისაგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის...

საგადახდო სისტემების დანერგვის წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საგადახდო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, სებ-ს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კოლეგებს გააცნეს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) და კლირინგის (ACH) სისტემების განახლების პროექტის განხორციელების გამოცდილება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში წარმატებით დასრულდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის დაგეგმვისა და მართვის პროცესს, სისტემის არქიტექტურას, ოპერაციულ და ფუნქციურ მოდელს, სისტემის მონაწილე ბანკებთან და ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან კოორდინაციას, ტესტირების ეტაპებსა და სისტემის რეალურ გარემოში გაშვების პროცესს.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების სამომავლო მიმართულებები. მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, 24/7 რეჟიმში ოპერირების უზრუნველყოფა, ISO 20022 სტანდარტის გამოყენება და განვითარების სხვა შესაძლებლობები.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს პროექტის განხორციელების პროცესში მიღებული გამოცდილება, ძირითადი გამოწვევები და მათ გადასაჭრელად გამოყენებული მიდგომები. ასევე წარადგინეს მნიშვნელოვანი მაგალითები და რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისას.

ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტიანი საგადახდო სისტემების განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...