Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა


საბანკო სექტორი

  • აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა 14.1% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია აპრილში არ შეცვლილა და 46.6% შეადგენს
  • აპრილში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 42.5%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აპრილში საქონლის იმპორტის შემცირება ძირითადად სამომხმარებლო და საინვესტიციო დანიშნულების საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა.
  • ექსპორტი – საქონლის ექსპოწრტი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა და 716.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა
  • აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...