საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს მისო “ჯი-აი-სი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205288829) გაუუქმდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
სს მისო “ჯი-აი-სი”-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. სს მისო “ჯი-აი-სი”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. სს მისო “ჯი-აი-სი”-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. N96, ბ.1 (ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

