Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა ლონდონში საერთაშორისო ინვესტორებსა და სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა ლონდონში საერთაშორისო ინვესტორებსა და სარეიტინგო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ლონდონში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), რომელშიც 15-მდე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი მონაწილეობდა.

ინვესტორებთან შეხვედრისას ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, ინფლაციის დინამიკასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე, ფინანსური სექტორის სიძლიერეზე, საერთაშორისო რეზერვების ზრდასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას უწყობს ხელს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები, რეგიონში არსებული გამოწვევები და ქვეყნის ფინანსური სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების ინტერესი.

აღინიშნა, რომ გლობალური გამოწვევებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში საქართველოს ეკონომიკა და ფინანსური სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო ეროვნული ბანკი განაგრძობს ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ფინანსური სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„საქართველოს ეკონომიკა ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებით გამოირჩევა, ხოლო ფინანსური სექტორი მდგრადობასა და სიჯანსაღეს ინარჩუნებს. ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ მიზნის მისაღწევად ვაგრძელებთ თანმიმდევრული და წინდახედული პოლიტიკის გატარებას. ეს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და ინვესტორთა ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი სარეიტინგო სააგენტოების – Moody’s-ისა და S&P-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...