Homeააფ-ნიუსებისაქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აფხაიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონულ ფორუმში, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საჯარო სექტორის, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების განსახილველად. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება დაეთმო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, დემოგრაფიის, მიგრაციის, განათლების, ინოვაციების, ენერგეტიკის, ურბანული განვითარების და სხვა მნიშვნელოვან თემებს.

ირაკლი აფხაიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ სესიაში – „დემოგრაფია, მიგრაცია, მდგრადი, ხელმისაწვდომი და სოციალურად ინკლუზიური საცხოვრისი“, სადაც დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების თანამედროვე ტენდენციები და მათი სოციალურ-ეკონომიკური გავლენა განიხილეს.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობისა და მიგრაციის მიმართულებით არსებული ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები და ტენდენციები გააცნო, რომელიც ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს და ასევე მიმდინარე ადმინისტრაციული სტატისტიკის მონცემებს. განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო არწერის მეთოდოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეებს.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 2007 წლიდან იმართება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მდგრად განვითარებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...