Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის მაისის თვის შედეგები

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2026 წლის მაისის თვის შედეგები

Published on

spot_img

მაისში საპენსიო ფონდის პორტფელების დადებითი შედეგი, ძირითადად, საერთაშორისო აქციების მაღალმა შემოსავლიანობამ განაპირობა. აქციების ზრდის მთავარი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორთა განახლებული ოპტიმიზმი იყო, რაც გლობალურად ნახევარგამტარების, მეხსიერების ჩიპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად აისახა.

მაისში ყველაზე მაღალი, 2.49%-იანი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა დააფიქსირა, რაც ამ პორტფელში საერთაშორისო აქციების უფრო მაღალი წილით აიხსნება. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების მომგებიანობამ, შესაბამისად, 1.99% და 1.29% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე სამივე პორტფელის მომგებიანობა დადებითია:

🔹დინამიკური – 8.99%
🔹დაბალანსებული – 7.45%
🔹კონსერვატიული – 5.91%

დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 15.51%-ს შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 13.90% და 10.40%-ია.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა მაისის ბოლოსთვის 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს

სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...