Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ნოემბრის თვის შედეგები

საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ნოემბრის თვის შედეგები

Published on

spot_img

ნოემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მოკრძალებული ზრდის ტემპი დააფიქსირეს, რაც საერთაშორისო აქციების ბაზრებზე ზრდის შენელებას უკავშირდებოდა, რასაც თავის მხრივ განაპირობებდა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა და მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივებთან დაკავშირებული განსხვავებული მოლოდინები.

ნოემბერში ყველაზე მაღალი, 0.58%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 0.39% და 0.20% შეადგინა.

შედარებით დაბალი თვიური ზრდის მიხედავად, დინამიკური პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით ლიდერობას ინარჩუნებს:

🔹 დინამიკური – 14.13%
🔹 დაბალანსებული – 12.26%
🔹 კონსერვატიული – 10.76%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.3%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ნოემბრის ბოლოსთვის 8.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს, ვრცლად ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...