Homeააფ-ნიუსებისაქსტატში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

საქსტატში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, თანამედროვე სტატისტიკური სისტემების როლსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას.

გოგიტა თოდრაძემ თურქეთის ელჩს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...