Homeააფ-ნიუსებიშემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა...

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მრჩეველთან, ტორსტენ იაკობსენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უწყვეტ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ, შემუშავებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას.

უწყებაში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ია ახალაია, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, არჩილ დარახველიძე, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩიკვილაძე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...