Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში...

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.

სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 30-მდე ცენტრალური ბანკისა და მონეტარული ორგანოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის – საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ბრაზილიის, არგენტინის, ინდონეზიის, საუდის არაბეთისა და კატარის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის პლატფორმის შექმნას, სადაც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ გლობალურ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პროცესებზე, რეზერვების მართვის თანამედროვე სტრატეგიებზე, საერთაშორისო მონეტარული სისტემის განვითარების პერსპექტივებსა და ფინანსური ბაზრების მიმდინარე და გრძელვადიან ტენდენციებზე.

სიმპოზიუმის პირველ სესიაზე – „გლობალური მაკროეკონომიკური და ფინანსური ბაზრების განვითარება“, ნათია თურნავამ მიმოიხილა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე  გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა და ცენტრალური ბანკების რეზერვების მართვის თანამედროვე გამოწვევები.

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური საინვესტიციო გარემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ფრაგმენტაციისა და მაკროეკონომიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე კიდევ უფრო კომპლექსური ხდება.

„გრძელვადიანმა სავაჭრო დაძაბულობამ, სამხედრო კონფლიქტებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, ასევე მიწოდების ჯაჭვების გლობალურმა შეფერხებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ბაზრების ცვალებადობა და საინვესტიციო რისკები. დღეს გეოპოლიტიკური მოვლენები უკვე მხოლოდ გარე რისკები აღარ არის – ის ეკონომიკურ ცვლადებად იქცა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ინფლაციაზე, კაპიტალის ნაკადებზე, სავალუტო კურსებსა და საინვესტიციო სტრატეგიებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება სავალუტო რეზერვების მართვის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური რისკების პირობებში უსაფრთხოება რეზერვების მართვის უმთავრეს პრიორიტეტად იქცა. მისი შეფასებით, ოქროს მიმზიდველობა გაიზარდა, რადგან რეზერვების მმართველები ეძებენ ისეთ აქტივებს, რომლებიც ნაკლებადაა  დამოკიდებული სუვერენულ და გეოპოლიტიკურ რისკებზე.

მისივე თქმით, მსოფლიოში სარეზერვო პორტფელების დივერსიფიკაციის ტენდენცია თვალსაჩინოა, ასევე შეიმჩნევა აზიური კაპიტალის ბაზრების მზარდი მიმზიდველობა.

„ცენტრალური ბანკებისთვის რეზერვების მართვის სამი ძირითადი პრინციპი არსებობს – უსაფრთხოება, ლიკვიდობა და მომგებიანობა. ბოლო წლებში უსაფრთხოების მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, მრავალი ცენტრალური ბანკი ცდილობს გააძლიეროს პორტფელების მდგრადობა და გაზარდოს დივერსიფიკაცია როგორც ვალუტების, ისე აქტივების კლასების მიხედვით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოქროში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მნიშვნელოვნად დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს საერთაშორისო რეზერვების შემოსავლიანობაზე. მისივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებისთვის ბაზრების გეოგრაფიულ და სავალუტო დივერსიფიკაციას ახორციელებს და ამ კონტექსტში, ტრადიციული ბაზრების პარალელურად, აზიური ბაზრები და ვალუტები მზარდ ინტერესს წარმოადგენს.

ნათია თურნავას განმარტებით, ასეთ გარემოში რისკების დისციპლინირებული მართვა, თანმიმდევრულობა და მოქნილობა, შესაძლოა, გრძელვადიანი საინვესტიციო წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის აღმოჩნდეს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...