Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

spot_img

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ პან გონშენგს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

აღინიშნა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გასულ წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსურ ბაზრებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური სერვისების განვითარებით მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათ შორის, საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, – დასძინა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა, ასევე ჩინური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადები.

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რაც ქმნის მყარ საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ საფინანსო სექტორში“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...