Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

გოგიტა თოდრაძემ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

Published on

spot_img

10-12 ივნისს, კახეთში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა  ეროვნული ასოციაციასა (ათეა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით რეგიონული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქალისა და კაცის თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის გაძლიერებას მიეძღვნა. შეხვედრას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ქალთა და კაცთა თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ქალთა გაძლიერების საკითხები და მუნიციპალიტეტების როლი თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს გააცნო საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერაქტიული პორტალები, ასევე მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები.

რეგიონული შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება და თანასწორი შესაძლებლობების პრინციპების უფრო ეფექტიანად დანერგვა, მუნიციპალურ პოლიტიკასა და პროგრამებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე, სადაც ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგენს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ძირითად საფუძველს, რაც ხელს უწყობს მიზნობრივი და ეფექტიანი მუნიციპალური სერვისების განვითარებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...