Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (ICBC) პრეზიდენტს შეხვდა

Published on

spot_img

შანხაიში გამართული სიპმოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის – Industrial and Commercial Bank of China (ICBC)-ის პრეზიდენტს ლინ ლიაოს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ჩინური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებზე.

ICBC ჩინეთისა და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ბანკი 49 ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო საბანკო სექტორის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს.

ICBC აგრეთვე აქტიურია საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებითაც, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების, როგორც პირველად და აგრეთვე მეორად ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ ICBC-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს სუვერენული ევრობონდის გამოშვების, აგრეთვე სახაზინო ფასიანი ქაღალდების სინდიკაციისა და რეგულარულ აუქციონებში მონაწილეობის კუთხითაც.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...