Homeააფ-ნიუსებიმიკრობანკი კრისტალი აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი გახდა

მიკრობანკი კრისტალი აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი გახდა

Published on

spot_img

მიკრობანკი კრისტალი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ საქართველოში ფინანსური ინსტიტუტებისთვის გამოცხადებული კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად შეირჩა და 300 000 ლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

ტექნიკური დახმარება ხორციელდება ADB-ის პროგრამის – „მწვანე ბანკინგის ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ გაზარდონ მწვანე დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME). პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და მათთვის მდგრად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მხარდაჭერა ხორციელდება ADB-ის რეგიონული ტექნიკური დახმარების პროგრამის – „მწვანე დაფინანსების განვითარების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის“ – ფარგლებში, რომელიც შერჩეულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება მწვანე ბანკინგის პრაქტიკის გაძლიერებასა და მწვანე დაფინანსების გაფართოებაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მათ შორის ქალების საკუთრებაში არსებული და ქალების მიერ მართული საწარმოებისთვის.

კრისტალის შერჩევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მრავალწლიან გამოცდილებას, განხორციელებულ ძალისხმევასა და მზაობას, მხარი დაუჭიროს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ტექნიკური დახმარება ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების პრაქტიკის ინტეგრირებას კრისტალის საქმიანობაში, მათ შორის შეფასების მეთოდოლოგიების, შესაბამისობის კრიტერიუმებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიდგომების განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქალების მიერ მართულ ბიზნესებზე. პროექტი ასევე დაეხმარება კრისტალს შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც მოიცავს ცოდნის გაზიარებას, თანამშრომელთა ტრენინგებისა და ტექნიკური სამუშაო შეხვედრების მეშვეობით.

„აზიის განვითარების ბანკთან მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროექტი ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გავაღრმაოთ პარტნიორობა და ერთობლივად შევუწყოთ ხელი საქართველოს საფინანსო სექტორისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა მწვანე დაფინანსების, გარემოსდაცვითი მდგრადობა და ქალი მეწარმეების მხარდაჭერა. ეს საკითხები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნეს სექტორების განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვისაც,“ – აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი მიკრობანკი კრისტალი პროგრამას შეუერთდა. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების ინტეგრირებას კრისტალის ბიზნესმოდელსა და

საკრედიტო საქმიანობაში, მათ შორის არსებული მდგომარეობის სიღრმისეული შეფასების, პრაქტიკული სამოქმედო გეგმის, მიზნობრივი შესაძლებლობების განვითარების პროგრამებისა და მწვანე ინვესტიციების შეფასების ინსტრუმენტების დანერგვის გზით. საპილოტე სასესხო პორტფელზე პრაქტიკული მუშაობა კრისტალს დაეხმარება კლიმატთან შესაბამისი ფინანსირების შეფასების, სტრუქტურირებისა და მასშტაბირების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რაც გააფართოებს ორგანიზაციის მწვანე ფინანსურ საქმიანობას და სექტორისთვის მნიშვნელოვან სტანდარტს შექმნის,“ – განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის კერძო სექტორის განვითარების რეგიონულმა ხელმძღვანელმა, ენრიკო პინალიმ.

კრისტალსა და ADB-ს შორის თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. 2023 წელს კრისტალმა გამოუშვა 25 მილიონი ლარის მოცულობის სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები, რომლის ძირითადი ინვესტორი ADB იყო. მოზიდული სახსრები ქალების საკუთრებაში არსებული და ქალების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და ქალი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას მოხმარდა. აღნიშნული გარიგება სამხრეთ კავკასიაში გენდერული ობლიგაციების პირველი ემისია იყო და მდგრადი საფინანსო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა.

მწვანე დაფინანსება გარემოსდაცვითი მდგრადობა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა კრისტალის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ADB-ის ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის ერთგულებასა და მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებების განვითარებაში.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...