Homeააფ-ნიუსები2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება

2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მუშაობს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მოიცავს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობებს, რაც ხელს უწყობს საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. პოლიტიკის შემუშავების პროცესის საფუძველს წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. სტრატეგიული პრიორიტეტებია მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების მხარდაჭერა, რეგიონული, ცალკეული სფეროების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების სტატისტიკის განვითარება და სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება.

სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აუცილებელია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისა თუ ფიზიკური პირის აქტიური მონაწილეობა. შესაბამისად, დოკუმენტის მომზადების პროცესში დაგეგმილია საჯარო კონსულტაციების ჩატარება. კონსულტაციების მიზანია უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, რათა უკუკავშირისას გამოთქმული აისახოს დოკუმენტში არსებული გამოწვევების დაძლევისა და სტატისტიკის სისტემის გაუმჯობესებისთვის.

საჯარო კონსულტაციების შეხვედრა ჩატარდება 2025 წლის 15 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, ონლაინ. შეხვედრის ბმულის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ (მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ელ.ფოსტის მისამართი) ბმულზე

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას ან ფიზიკურ პირს. საჯარო კონსულტაციაში მონაწილეობის გარდა, შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები განსახილველ დოკუმენტთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ არა უგვიანეს ა.წ. 14 დეკემბრისა შემდეგი ფორმის საშუალებით

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ აქტიურად იქნებით ჩართული ამ მნიშვნელოვან პროცესში.

ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, იხილეთ ბმულზე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...