Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძემ „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ, მონაწილეობა მიიღო კომპანია „ნუტრიმაქსის“ სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ემიტენტების გამოჩენა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ როლს კომპანიებისთვის გრძელვადიანი რესურსების მოზიდვის მიმართულებით. მისი თქმით, ეს ტენდენცია, ერთი მხრივ, ბიზნესს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს უქმნის, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებს საინვესტიციო ინსტრუმენტების უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

მან ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე სექტორული წარმომადგენლობის გაფართოებაზეც და აღნიშნა, რომ „ნუტრიმაქსი“ ცხოველთა საკვების წარმოების სექტორიდან პირველი კომპანიაა, რომელმაც საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე მიმოიხილა კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე არსებული დინამიკა და აღნიშნა, რომ 2025 წელი ემისიების მოცულობით რეკორდული იყო. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, „ნუტრიმაქსის“ ემისიის ჩათვლით, ხუთი ემიტენტის მიერ საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 330 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.

„ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლა ადასტურებს კაპიტალის ბაზრის მზარდ მნიშვნელობას კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის პროცესში. ამასთან, ეს ინვესტორებისთვის უფრო მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

„ნუტრიმაქსის“ მიერ გამოშვებული 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები 2 წლიანი ვადიანობისაა. ემისიიდან მიღებული სახსრები კომპანიას არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებისთვის მოხმარდება. ფასიანი ქაღალდები სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.

„ნუტრიმაქსი“ საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. კომპანია საქმიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ახორციელებს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...