Homeააფ-ნიუსებისაქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში გამოაქვეყნა

Published on

spot_img

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში — ზრდისა და გარდაქმნის წელი — გამოაქვეყნა. ანგარიში ასახავს წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო საქმიანობას, ინსტიტუციურ განვითარებას, პორტფელების შედეგებსა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საბაზრო გარემოს მიმოხილვას.

2025 წელი ფონდისთვის ინსტიტუციური განვითარების გაგრძელებისა და ძლიერი საინვესტიციო შედეგების წელი იყო. წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო მხოლოდ 2025 წელს საინვესტიციო შემოსავალმა 796 მილიონი ლარი შეადგინა — რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია. ჯამურმა პორტფელმა 11.8%-იანი წმინდა ნომინალური და 7.6%-იანი წმინდა რეალური ამონაგები აჩვენა.

ანგარიში აერთიანებს ფონდის განახლებულ მმართველობით სტრუქტურას, საინვესტიციო ჩარჩოს, აქტივების სტრატეგიული განაწილების მიდგომასა და გრძელვადიანი პორტფელის მართვის ძირითად პრინციპებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ეკონომიკისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მიმოხილვას, საერთაშორისო ფინანსური ბაზრების ანალიზს და ფონდის აქციების პორტფელის შედეგების შეფასებას.

ცალკე ყურადღება ეთმობა კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შედეგებს, აქტივების განაწილებასა და ამონაგების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს. ანგარიშში ასევე ასახულია რისკების მართვის, საოპერაციო ინფრასტრუქტურის, პორტფელის მართვის სისტემისა და საპენსიო აქტივების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული სამუშაო.

წლიური საინვესტიციო ანგარიშის გამოქვეყნებით საქართველოს საპენსიო ფონდი აგრძელებს გამჭვირვალე ანგარიშგების, გონივრული საინვესტიციო მართვისა და მონაწილეთა საპენსიო აქტივების გრძელვადიანი დაცვის პრინციპების მხარდაჭერას. 

სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე: https://pensions.ge/ka/investment-activity/annual-investment-report

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...