Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) 2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა

სამსახურმა (SARAS) 2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) 2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტი წარმოადგენს სამსახურის (SARAS) მომდევნო წლების საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელო ჩარჩოს, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს, განვითარების ძირითად მიმართულებებს, განხორციელების მექანიზმებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმა ეფუძნება სამსახურის მიერ წინა სტრატეგიული პერიოდის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გამოვლენილი გამოწვევების ანალიზს. შესაბამისად, დოკუმენტი უზრუნველყოფს ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას, ინსტიტუციური განვითარების პროცესის თანმიმდევრულობასა და მომდევნო წლებში საქმიანობის უფრო მიზნობრივ დაგეგმვას.

სტრატეგიული გეგმის შემუშავება განპირობებულია კორპორაციული ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ხარისხის, გამჭვირვალობისა და სანდოობის შემდგომი გაძლიერების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი და დინამიური დაახლოების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ზედამხედველობის გაძლიერებისა და სამსახურის ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფის საჭიროებით.

დოკუმენტში განსაზღვრულია ხუთი სტრატეგიული მიზანი: კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა; აუდიტის პროფესიისადმი ნდობის ამაღლება; ევროკანონმდებლობასთან ეტაპობრივი და დინამიური დაახლოება; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის გაძლიერება და ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფა.
სტრატეგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარდგენილი ანგარიშგებების გამჭვირვალობის, დროულობის, ხარისხისა და სანდოობის გაუმჯობესებას, კორპორაციული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესის განვითარებას, მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობასა და ანგარიშგების პროცესების ეტაპობრივ გაციფრულებას.

აუდიტის ზედამხედველობის მიმართულებით დოკუმენტი ითვალისწინებს აუდიტის ხარისხის ზრდას, პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერებას, სანქცირებისა და აღსრულების ეფექტიანი სისტემის შემდგომ განვითარებასა და აუდიტის კომიტეტების როლის გაძლიერებას. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც აუდიტის პროფესიისადმი ნდობის ამაღლებისთვის, ისე ფინანსური ანგარიშგების სანდოობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი და დინამიური დაახლოება. ამ მიმართულებით სამსახური (SARAS) გააგრძელებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან თავსებადობის უზრუნველყოფას, ასევე მდგრადობის ანგარიშგებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ეტაპობრივ დანერგვაზე მუშაობას.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით ზედამხედველობის გაძლიერებას. ამ მიმართულებით დაგეგმილია სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა, ანგარიშვალდებულ პირთა რეესტრების ადმინისტრირების გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება, განგრძობითი განათლების განვითარება და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება.

სტრატეგიული გეგმა ასევე მოიცავს სამსახურის ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის სამუშაო პროცესების უწყვეტობის, ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებისა და კვალიფიციური ადამიანური რესურსების მოზიდვა-შენარჩუნების მიმართულებებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნის საქმიანობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სისტემურ გაძლიერებას.

2026-2032 წლების სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სამსახურის (SARAS) საქმიანობის გრძელვადიანი დაგეგმვისა და რეფორმის შემდგომი განხორციელებისთვის. 

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...