Homeააფ-ნიუსებიმმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს საპენსიო ფონდისთვის გარდამტეხ 2025 წელს აფასებს

მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს საპენსიო ფონდისთვის გარდამტეხ 2025 წელს აფასებს

Published on

spot_img

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის წლიური საინვესტიციო ანგარიში — ზრდისა და გარდაქმნის წელი — გამოაქვეყნა. ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, გია მორჩილაძე, აფასებს წელს, რომელიც ფონდის ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპად იქცა.

თავის მიმართვაში მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ხაზს უსვამს ფონდის მმართველობითი სტრუქტურის სრულ განახლებას, ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას და უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარებას. აღნიშნულმა ცვლილებებმა ფონდის გრძელვადიანი მდგრადობა გააძლიერა და ხელი შეუწყო საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვას.

2025-მა წელმა მზარდი საინვესტიციო შედეგებიც აჩვენა. წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალურმა ამონაგებმა 11.8% შეადგინა. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ეს შედეგები მიუთითებს, რომ ძლიერი მმართველობა და ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა ფონდის მდგრად განვითარებას ერთობლივად უწყობს ხელს.

მომავალშიც ფონდის მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება: საპენსიო აქტივების მაღალკვალიფიციურად და წინდახედულად მართვა, რაც საპენსიო სქემის მონაწილეთა გრძელვადიანი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

2025 წლის სრული წლიური საინვესტიციო ანგარიში იხილეთ ბმულზე:https://pensions.ge/ka/investment-activity/annual-investment-report

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...